|
2025-10-13 19:50:00, 2210 ნახვა
ეკონომიკა
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ჰედვაის აკადემიაში - დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პარტნიორ აკადემიებს შორის არის Headvice-ი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ მათთვის სასურველი პროფესიული კურსები საქართველოს ბანკის სტიპენდიით. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღების მსურველებმა 15 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე: stipendia.bog.ge გამარჯვებულების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების მიხედვით მოხდება. ინფორმაციისთვის, „ჰედვაისი“ პიროვნების შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისკენ ორიენტირებული ბრენდია, რომლის უკლებლივ ყველა ქმედება ადამიანის და სამყაროში მისი ადგილის, ბიზნეს პროცესებში მისი ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტურად განსაზღვრისკენ არის მიმართული. ერთი მხრივ, ჰედვაისი ხელს უწყობს ორგანიზაციებს და ბიზნესებს პროფესიონალი კადრების მოძიებასა თუ გადამზადებაში, პარალელურად კი, ცალკეულ ადამიანებს ეხმარება კარიერულ წინსვლასა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნის პროცესში. ამასთან, „ჰედვაის აკადემია“ ტრენინგების მრავალფეროვან არჩევანს და ყველა იმ კომპეტენციის შეძენასა თუ განვითარებას უზრუნველყოფს, რაც ადამიანს საქმეში წარმატების მისაღწევად სჭირდება. ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)