|
2025-10-13 15:17:05, 1571 ნახვა
ეკონომიკა
eCommerce Day Georgia 2025-ის სპიკერების პირველი ნაწილი ცნობილია
31 ოქტომბერს, თბილისში, “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” ყოველწლიური ღონისძიება eCommerce Day Georgia 2025 მესამედ გაიმართებდა. ღონისძიების მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. “იქომერსის დღე” უკვე დამკვიდრდა როგორც წამყვანი პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს ერთ სივრცეში აერთიანებს. სფეროში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებას და ახალი პროფესიული კავშირების დამყარებას. წლევანდელი კონფერენციის სპიკერების ნაწილი უკვე ცნობილია. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი გლობალური და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან:
ღონისძიების მთავარი თემებია:
მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი ინოვაციების პარტნიორი: Visa პარტნიორები: AWS, Aversi, BDO Digital, Cellfie, CityPay, Dasta Records Management, Delivo, Elit Electronics, Acer, Glovo, Melo.Delivery, Storera, Tech School / IE, Web Features. ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)