|
2025-10-09 12:06:12, 1662 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წლის ჭრილში, პირველად მოემსახურა მემილიონე მგზავრს
პირველად, წლის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო ფაქტია ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის არსებობის ისტორიაში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი გახდა, რომელიც საქართველოში ტურისტული ვიზიტით, შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სამშობლოში ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საზეიმო ღონისძიებითა და სიმბოლური საჩუქრებით გააცილეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და მგზავრთნაკადი მილიონ 200 ათასამდე გაიზრდება. ,,ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის დღეს ისტორიული დღეა - აეროპორტი, წლის ჭრილში, პირველად მოემსახურა მემილიონე მგზავრს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წელს, აეროპორტის ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ უპრეცენტო მასშტაბის ღონისძიებები განახორციელა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, გაფართოვდა ბაქანი, იგეგმება სამუშაოების ჩატარება სამგზავრო ტერმინალში. წლის განმავლობაში ველოდებით რომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მილიონ 200 ათასამდე მგზავრ მივიღებთ და მოვემსახურებით. რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ტურისტული ნაკადების მოზიდვასთან დაკავშირებით, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რათა მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ყველა აეროპორტი, მივიღოთ მეტი ტურისტი, მეტ კმაყოფილ მგზავრს მოვემსახუროთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ეს მაჩვენებელი,-‘’ განაცხა ლევან მოსეშვილმა. ბათუმის აეროპორტში 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდამ 32%-ი შეადგინა. მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო აგვისტოში, როდესაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ერთი თვის ჭრილში პირველად მოემსახურა 200 000-ზე მეტ მგზავრს. 2025 წელი ისტორიული იქნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის მგზავრთნაკადის კუთხით. წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და მილიონ 200 ათასს მიაღწევს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)