|
2025-10-06 13:31:46, 1442 ნახვა
ეკონომიკა
Back to Tegeta - „თეგეტა მოტორსი“ ავტომობილის ტექნიკური შემოწმების ახალ კულტურას ამკვიდრებს
შემოდგომა ის პერიოდია, როდესაც გზებზე მოძრაობა სულ უფრო ინტენსიური ხდება - სკოლა, სამსახური, ინტენსიური მოძრაობა და ქალაქში ხშირი გადაადგილება, რა დროსაც ავტომობილის საიმედოობა და გამართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „თეგეტა მოტორსი“ ზუსტად ამ საჭიროებას პასუხობს ახალი ინიციატივით - Back to Tegeta, რომელიც მიზნად ისახავს მძღოლების ცნობიერების ამაღლებასა და ავტომობილის ტექნიკური შემოწმების კულტურის ახალ სტანდარტად ჩამოყალიბებას. „თეგეტა მოტორსის“ საინფორმაციო აქტივობა მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება - ავტომობილის შემოწმება უნდა განიხილებოდეს როგორც აუცილებელი პროცედურა არა მხოლოდ გრძელ გზაზე წასვლამდე, არამედ დაბრუნების შემდეგაც, რათა უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება და გამართულობა ყოველდღიური გადაადგილებისას. ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული და საოპერაციო მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „Back to Tegeta-ს ინიციატივა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს საქართველოში ავტომობილის ტექნიკური შემოწმების კულტურის გაძლიერებას. დროული პრევენცია არა მხოლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს და აუმჯობესებს მანქანის რესურსს, არამედ იცავს ადამიანების სიცოცხლეს, ამცირებს საგზაო შემთხვევების რისკებს და ქმნის მეტად უსაფრთხო გარემოს ყველასთვის. მოგზაურობის შემდეგ, როდესაც ავტომობილი რთულ პირობებში გადაადგილდება - ცხელ ამინდში, მტვრიან გზებზე ან რთულ რელიეფზე, იზრდება კონკრეტული ნაწილების დაზიანებისა და ცვეთის რისკი. სწორედ ამიტომ Back to Tegeta ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, არა მხოლოდ ქალაქიდან გასვლამდე შევამოწმოთ ჩვენი ავტომობილი, არამედ დაბრუნების შემდეგაც დავრწმუნდეთ, რომ საბურავები, სამუხრუჭე სისტემა, განათება და სხვა დეტალები გამართულია, რათა ზაფხულის მოგზაურობის შემდეგ ჩვეულ რეჟიმს მომზადებულები შევხვდეთ“. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა საგანმანათლებლო და საინფორმაციო მესიჯების დახმარებით, შემდგომ კი მისი გავრცელება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით. აქტივობის მთავარი ვიზუალური ელემენტი სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლია, რომელიც ზაფხულის უღრუბლო პერიოდსა და ქალაქის დატვირთულ ცხოვრებას შორის ავლებს პარალელს და კიდევ ერთხელ გამოყოფს მთავარ გზავნილს - ავტომობილის შემოწმება არ არის მხოლოდ რეკომენდაცია, ეს ყოველდღიური პასუხისმგებლობის ნაწილია. Back to Tegeta „თეგეტა მოტორსის“ ხედვის ნათელი გამოვლინებაა - კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებით, ის აყალიბებს სისტემურ მიდგომებს, რომლებიც საზოგადოებაში უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლობის კულტურას ამკვიდრებს. ინიციატივა აერთიანებს როგორც პრევენციის, ისე გრძელვადიანი სერვისის მნიშვნელობას, რომლის საშუალებითაც „თეგეტა მოტორსი“ კიდევ ერთხელ იმყარებს ლიდერის პოზიციას ქართულ საავტომობილო ბაზარზე. -- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)