|
2025-09-23 18:21:11, 1716 ნახვა
ეკონომიკა
A black background with white text AI-generated content may be incorrect.საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში საერთაშორისო გადარიცხვების მონიტორინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია
საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყნის წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეს დანერგა. ბიზნეს მობილბანკში SWIFT Tracking ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია. სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გადარიცხვების სტატუსზე ინფორმაცია რეალურ დროში მოიძიონ. ფუნქციონალის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, სრულყოფილად ადევნონ თვალი გადახდის პროცესის თითოეულ ეტაპს თანხის ბანკიდან გასვლიდან - შუამავალი ბანკების გავლით, ადრესატთან ჩარიცხვამდე. აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამარტივებს საზღვარგარეთ პარტნიორებთან ურთიერთობას, რადგან კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარ ვენდორებს გადარიცხვის პროგრესი ოფიციალური დოკუმენტის სახით დაუდასტურონ. „საქართველოს ბანკში მუდმივად ვზრუნავთ ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვაზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს და მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად საქმიანობენ. მისი წარდგენით, შესაძლებელია ბიზნეს პროცესების კიდევ უფრო დაჩქარება – მაგალითად, პარტნიორებს მხრიდან ტვირთის გამოგზავნა ან მომსახურების დაწყება თანხის საბოლოო დარიცხვამდე. ეს კი ადგილობრივ ბიზნესს მეტ მოქნილობასა და ეფექტურობას სძენს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში. ამ და სხვა ფუნქციონალების გამოსაყენებლად, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)