|
2025-09-12 10:42:13, 3353 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა ADB-ის კონფერენციაზე მდგრად დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოცდილება გააზიარა
საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ქეთევან თოიძემ აზიის განვითარების ბანკის მიერ გამართულ კონფერენციაზე „Regional Workshop on GSSS Bonds“ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება მდგრადი დაფინანსების თემატიკას დაეთმო და ერთდროულად, საქართველოსა და სომხეთში, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას რეგიონის ქვეყნებს შორის. პანელურ დისკუსიაში საქართველოსა და სომხეთის ის წამყვანი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც მდგრადი კაპიტალის ბაზრებზე აქტიურად ოპერირებენ. პანელისტებმა აუდიტორიას საკუთარი წარმატების, გამოწვევებისა და მიღებული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს, აზიის განვითარების ბანკმა კი კაპიტალის ბაზრებზე მისი, როგორც ტრანზაქციების მხარდამჭერის, როლი მიმოიხილა. “საქართველოში, მდგრადი დაფინანსების სფეროში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა უკვე არსებობს, თუმცა, დამატებით განვითარების პოტენციალიც მაღალია. დისკუსიების ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაგვეზიარებინა როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ მოთამაშეებთან. მსგავში შეხვედრები ქმნის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას და რეგიონის, როგორც სანდო საინვესტიციო არეალის, უკეთ პოზიციონირების მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტი ამ პროცესში საქართველოსა და სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ. „აზიის განვითარების ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოსა და რეგიონში ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან თანამშრომლობის ფარლგებშიც არაერთ წარმატებულ განთავსებაში მივიღეთ მონაწილეობა. მდგრადი დაფინანსების სფერო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სწრაფად ვითარდება, საქართველო და სომხეთი კი ამ ბაზარზე სანდო აქტორებად ყალიბდებიან. მწვანე, სოციალური, და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები პირველ რიგში კომპანიებს მმართველობის ახალ ეტაპზე გადასვლაში ეხმარება, რაც როგორც საოპერაციო ისე ფინანსურ ოპტიმიზაციაში აისახება. ეს, ასევე, ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ინვესტორების მოძიებასა და ახალი დაფინანსების შესაძლებლობების შექმნაში. ჩვენ ვაგრძელებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას დაძლიერი სამოქმედო ჩარჩოების შექმნას საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. - ამბობს ტატო ცინცაძე, აზიის განვითარების ბანკის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი კავკასიაში.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)