|
2016-03-23 10:33:11, 955 ნახვა
სამხედრო
საქართველოს პრეზიდენტმა გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და აშშ-სა და საქართველოს შორის თვადაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. „დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ მეგობარს, რომელსაც არაერთხელ ღია განცხადებებით მტკიცედ გამოუხატავს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ალიანსთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხში, როგორც ევროპული სარდლობის უმაღლესი მთავარსარდლის, გენერალ ბრიდლავის როლი გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, აშშ-ს ელჩი იან კელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გენშტაბის უფროსი გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე და პრეზიდენტის მრჩევლები. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ სამუშაო ვახშამი გაიმართა.
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)