|
2025-09-09 14:30:15, 1685 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება - შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან
ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის World's Best Digital Bank Awards-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა. ლიბერთიმ გამარჯვება მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ონლაინ სამომხმარებლო გამოცდილების (UX) პორტალი საქართველოში საერთაშორისო წარმატება კიდევ უფრო გვამხნევებს, რომ გავაგრძელოთ ბანკის უნივერსალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და შევქმნათ ისეთი საბანკო გამოცდილება, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს როგორც კორპორატიული, ასევე საცალო მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს" – განაცხადა ლიბერთის ციფრული ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელმა ელენე ჩუბინიძემ. Global Finance 1987 წელს დაარსდა და დღეს 160 ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემას 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს და ფინანსურ სამყაროში სანდოობისა და ხარისხის სტანდარტად არის აღიარებული. ყოველწლიურად Global Finance გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ გამორჩეული შედეგებისთვის აჯილდოებს. ლიბერთის ციფრული ბანკის მიერ Global Finance-ის პრესტიჟული ჯილდოების მოპოვება ისტორიული აღიარებაა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ბანკის მიზანს – შექმნას ციფრული ბანკინგის ახალი სტანდარტი საქართველოში და უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო ფინანსური გამოცდილება ნებისმიერ არხში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)