|
2025-09-01 21:55:02, 1271 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის სტრატეგიული დაგეგმარების ვორკშოპი გაიმართა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ინტერაქციული ვორკშოპი “სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება” გაიმართა. ვორკშოპს AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსი გიჯაშვილი უძღვებოდა. ვორკშოპზე მეწარმე ქალებმა ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ეტაპების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, ამასთან ბიზნესის სტრატეგიის დაგეგმვის პროცესებსა და QBR მიდგომის მნიშვნელობას გაეცნენ. ღონისძიებაში 40-მდე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. ვორკშოპის მონაწილეებს შესალებლობა ჰქონდათ, დეტალურად განეხილათ სხვადასხვა ბიზნესქეისი და ბიზნესის მართვის შესახებ შეკითხვებზე პასუხები მიეღოთ. „საქართველოს ბანკი მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის ღონისძიებებს რეგულარულად მართავს. ჩვენი მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ, ამასთან დარგის ექსპერტებთან და თანამოაზრეებთან საჭირო კავშირები განამტკიცონ. ჩვენ, პლატფორმა ბიზნეს 360°-ის ფარგლებში ჩვენ არაერთი თემატიკის ღონისძიებას ვუწებთ ორგანიზებას და მოხარული ვართ, რომ მათდამი დაინტერესება მუდმივად იზრდება”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)