|
2025-08-13 17:11:07, 2334 ნახვა
ეკონომიკა
Tegeta Truck & Bus-მა მომხმარებელს MAN TopUsed-ის რეალურ პირობებში გამოცდის შესაძლებლობა მისცა
უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, გამძლეობა, საწვავის შემცირებული ხარჯი - ამ მახასიათებლების გამო MAN-ის ბრენდის სატვირთო ავტომობილები საერთაშორისო ბაზარზე უკვე წლებია, წამყვან პოზიციას ინარჩუნებენ. Tegeta Truck and Bus-მა მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, სატვირთო ავტომობილის დინამიკა, მანევრულობა და კომფორტი რეალურ გარემოში პირადად გამოეცადა. MAN TGX-ის ტესტდრაივი ნატახტარში, ტირ-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. Tegeta Truck and Bus მომხმარებელს MAN TGX-ის მეორად სატვირთო ავტომობილს სთავაზობს, რომელიც შემოწმებას ევროპაში, ავტორიზებულ სერვისცენტრში გადის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მონიტორინგი ავტომობილის მაღალ ხარისხს, ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. MAN-ის მეორადი ავტომობილები Tegeta Truck and Bus-ს გერმანული და ავსტრიული ბაზრებიდან ჩამოჰყავს. რეალიზაციამდე კი საქართველოში ავტომობილებს ტექნიკური შემოწმება კიდევ ერთხელ უტარდებათ.
ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „საქართველოში შემოგვყავს ავტომობილი, რომელსაც ევროპულ ბაზარზე მაქსიმუმ 5-წლიანი ექსპლუატაცია და 500 000 კილომეტრი აქვს გავლილი. მომხმარებელს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, კომპანიები და ბიზნესები წარმოადგენენ, მეორადი ავტომობილის შეძენა საწყის ღირებულებაზე 30-35%-ით ნაკლებ ფასად შეუძლია. ბიზნესებისთვის MAN TopUsed-ის შეძენა საკმაოდ მოგებიანია, რადგან ისინი ხელსაყრელ ფასად ყიდულობენ პრემიუმ ხარისხის ტექნიკას, რომელსაც ექსპლუატაციის პირველი ეტაპი ევროკავშირის ტერიტორიაზე აქვს გავლილი. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანას ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი სატვირთო ავტომობილი კვეთს, საიდანაც დაახლოებით 20-25% სწორედ MAN-ის ბრენდია. შესაბამისად, ნაწილებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილების შეკეთებაც არ არის პრობლემა, რადგან ჩვენი სერვისცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს“. MAN-ის TopUsed სატვირთოებზე სტანდარტული ექვსთვიანი გარანტია ვრცელდება, რაც მეორადი ავტომობილების ბაზარზე საქართველოს პირობებში უნიკალური შეთავაზებაა. მომხმარებელს ასევე შეუძლია, მოდელისა და წლოვანების შესაბამისად, კიდევ უფრო ხანგრძლივი გარანტიითაც ისარგებლოს.
MAN TGX-ის ყოველი მომდევნო თაობა გაუმჯობესებულია და, საშუალოდ, 5%-დან 8%-მდე ეკონომიურობით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს ფლოტის მფლობელებს, მნიშვნელოვნად შეამცირონ ოპერაციული ხარჯები. გაუმჯობესებული ძრავის არქიტექტურა, აეროდინამიკის თანამედროვე გადაწყვეტები და ციფრული მართვის სისტემები მაქსიმალურად ხარჯთეფექტურს ხდის სატვირთო ავტომობილს და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს იძლევა. MAN-ის ბრენდის სატვირთო ავტომობილები აღჭურვილია უსაფრთხოების ყველა შესაბამისი სისტემით - ზოლიდან ზოლში უსაფრთხო გადასვლა, ავტომატური დამუხრუჭება, ბრმა ზონების კონტროლი და ა.შ. -- „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების ფართო სპექტრს სთავაზობს.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)