|
2025-08-11 14:37:48, 2581 ნახვა
ეკონომიკა
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
2025 წელს ჩატარებული ფარმაციის ბაზრის სამომხმარებლო კვლევის მიხედვით, „PSP ფარმა” ბაზრის ლიდერია. კომპანია ლიდერის პოზიციას 2013 წლიდან ინარჩუნებს და მომხმარებლისთვის #1 არჩევანს წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, PSP-ს ლიდერის პოზიცია აქვს სააფთიაქო ბაზარზე ბრენდების ცნობადობის პარამეტრით. აფთიაქის ხსენებაზე მომხმარებელი პირველ რიგში PSP-ს ასახელებს; ასევე, მომხმარებელი ენდობა და რეკომენდაციას უწევს PSP-ს. სააფთიაქო ქსელებს შორის მომხმარებლის 96%-ს PSP ახსენდება სპონტანურად. PSP ლიდერია ნაცნობი აფთიაქების ჩამოთვლისას პირველ რიგში დასახელების თვალსაზრისითაც (TOM - Top of Mind 42%).
ლიდერის პოზიციას ადასტურებს სამომხმარებლო წილების განაწილებაც - PSP ლიდერია არა მხოლოდ ცნობადობის, არამედ სამომხმარებლო წილების მიხედვითაც. ჯამურად, მომხმარებელთა 74% ზოგადად სარგებლობს PSP-ს მომსახურებით, ხოლო 37% არჩევანს ძირითადად PSP-ზე აკეთებს.
კვლევის თანახმად, მომხმარებლები აფთიაქს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით ირჩევენ. უმეტესად მომხმარებლები ითვალისწინებენ ხელსაყრელ ადგილმდებარეობას, მისაღებ ფასებს, აქციებს და ფარმაცევტის კვალიფიციურ მომსახურებას.
აფთიაქების სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარებულია კომპანია ACT Research-ის მიერ, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება და მასში 5000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. PSP 1994 წელს დაფუძნდა და საქართველოში ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. დღესდღეობით კომპანიას საქართველოში 100-ზე მეტი GMP სტანდარტის მქონე ფარმაცევტული ქარხნის პროდუქცია შემოაქვს. 2008 წლიდან PSP ერთადერთი ფარმაცევტული ქსელია კავკასიაში, რომელსაც გერმანელი ექსპერტების მიერ ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი, ISO 9001-2008 აქვს მინიჭებული. ამასთან, PSP-ს არაერთხელ აქვს წარმატებით გავლილი GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი და მოპოვებული აქვს „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი. აღსანიშნავია, რომ PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალი, დასავლური სტანდარტი დაამკვიდრა. ამჟამად PSP-ს საქართველოს მასშტაბით 350-ზე მეტი ფილიალი აქვს და 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. PSP-ს ქსელში ხელმისაწვდომია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ფარმაციის, პარაფარმაციის, საკვები დანამატების, დედის და ბავშვის პროდუქციის, პირის ღრუს მოვლის და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტი. ფიზიკური აფთიაქების გარდა, PSP-ს გააჩნია ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ქსელში არსებული სრული ასორტიმენტის ონლაინ შეძენა და ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა შეუძლია.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)