|
2016-03-21 15:57:22, 987 ნახვა
სამხედრო
დაბა გუდაურში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო
დაბა გუდაურში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებიან. საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30 მოსამსახურე გადის. „მსმენელები მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან, მათ შორისაა სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა. კრიტიკულ სიტუაციაში ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევების შესასწავლად კურსის მონაწილეებისთვის დაგეგმილია ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-აღმოჩენისა და საკაცის გამოყენებით მისი ევაკუაციის განხორციელების ამოცანების შესწავლა. ასევე, მთიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლ ,,იგლუში“ ღამის გატარება. სამთო მომზადების ბოლოს მონაწილეებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ გადაეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)