05:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 12:02:04, 853 ნახვა

სამხედრო
ბალხის პროვინციაში საპატრულო ოპერაცია ჩატარდა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ბალხის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულის სამხედროებმა   მოტორიზებული საპატრულო ოპერაცია ჩაატარეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამეთაურო რეკოგნოსცირების მიზნით განხორციელებული პატრულირება ქართული სწრაფი რეაგირების ძალების სამოქმედო რაიონის სამხრეთ და აღმოსავლეთ უკიდურეს ზღუდეებს მოიცავდა. ქართველი ჯარისკაცების გარდა საპატრულო ოპერაციაში  „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე გერმანული კონტინგენტიც მონაწილეობდა.

უწყების ინფორმაციით, საპატრულო ჯგუფს ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ახლდა. მან ოპერაციის რაიონში მოქმედი სათვალთვალო საგუშაგოები და ავღანეთის ეროვნული არმიის საკონტროლო გამშვები პუნქტები დაათვალიერა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 2016 წლის იანვარში ჩაერთო. ის ბაზა „მარმალზეა“ დისლოცირებული და ბაზის უსაფრთხოების დაცვის გარდა სხვა მნიშვნელოვან ამოცანებსაც ასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics