|
2025-07-02 18:14:57, 2799 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - კიევს არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია აშშ-გან შეთანხმებული თავდაცვის დახმარების შეჩერების შესახებ
უკრაინას არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია აშშ-გან შეთანხმებული თავდაცვის დახმარების შეჩერების შესახებ, ახლა ეს საკითხი პირდაპირ ამერიკელებთან გაირკვევა, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დაზუსტების მიზნით, შეერთებული შტატების კოლეგებთან სატელეფონო საუბარი მოითხოვა. განცხადების თანახმად, ამერიკელ პარტნიორებთან კონტაქტების შედეგები დამატებით გახდება ცნობილი უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. ამავდროულად, უწყებამ აღნიშნა, რომ „უკრაინაში გარკვეულ პირებს“, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო აკეთებენ კომენტარს სიტუაციაზე, არ აქვთ ყველა ფაქტობრივი მონაცემი“. „უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს მდგრადობა, უწყვეტობა და პროგნოზირებადობა შეთანხმებული თავდაცვის დახმარების გაწევისას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერების სფეროში. ჩვენ მადლიერნი ვართ შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის და დიდად ვაფასებთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეალური მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ომის დასრულების გზა აგრესორზე თანმიმდევრული და ერთობლივი ზეწოლისა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გზით გადის“, – აღნიშნულია გაცხადებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის გარკვეული ტიპის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება შეუჩერა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)