03:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 19:15:17, 958 ნახვა

სამხედრო
ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება - „დასახლებული პუნქტის დაცვის საინჟინრო უზრუნველყოფა" დასრულდა

ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება - „დასახლებული პუნქტის დაცვის საინჟინრო უზრუნველყოფა" დასრულდა. სწავლებები ვაზიანის პოლიგონსა და სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობდა. კურსის თეორიული ნაწილი - მეცადინეობები საამფეთქებლო საქმეში და საინჟინრო დაბრკოლებებში - I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის საველე ბანაკ „გაგრაზე“, ხოლო, პრაქტიკული ნაწილი საველე პირობებში ჩატარდა.

სწავლების განმავლობაში ქვედანაყოფებმა ისეთი მოქმედებები განახორციელეს, როგორიცაა: დასახლებულ პუნქტში თავდაცვისთვის გამოსაყენებელი დაბრკოლებათა ტიპები, ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები დასახლებულ პუნქტში, ქუჩებსა და შენობებს შორის; შენობებზე და სახურავებზე შვეულმფრენების საწინააღმდეგო და დესანტსაწინააღმდეგო ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები; დასახლებულ პუნქტში არსებულ ღია და მკვდარ სივრცეებში ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები; დასახლებულ პუნქტში, ღამის პირობებში ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები; ტანკსაწინააღმდეგო, დესანტსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო და მიმართული მოქმედების ნაღმური ველები.

მეცადინეობები სამანევრო ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებით მიმდინარეობდა. სწავლებაში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ექვსი ერთეული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics