|
2025-06-18 09:53:27, 2128 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევზე მასშტაბური თავდასხმა: ნანგრევებიდან კიდევ 5 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს
ღამის განმავლობაში, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები კიევის სოლომენსკის რაიონში სამძებრო სამუშაოებს განაგრძობდნენ. ნანგრევებიდან რუსული თავდასხმის კიდევ ხუთი მსხვერპლის ცხედარი ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახური იტყობინება, დღეს დილის მონაცემებით, ნაწილობრივ დანგრეული ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან 16 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. სამუშაო გრძელდება. მაშველებმა განმარტეს, რომ 17 ივნისს კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა. განსაკუთრებით დაზარალდა სოლომენსკის რაიონი, სადაც რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა, საბავშვო ბაღი და კერძო სახლები დაინგრა და დაზიანდა. აფეთქებებმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, რაკეტის ნამსხვრევებმა კი დამატებითი ზიანი მიაყენა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმას „დემონსტრაციული ტერორის აქტი“ უწოდა და პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ. კიევმა ოთხშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)