|
2025-06-10 13:23:52, 812 ნახვა
მსოფლიო
ღაზაში ჩაღწევის მცდელობის დროს დაკავებული გრეტა ტუნბერგი ისრაელმა შვედეთში დაადეპორტა
ისრაელი გრეტა თუნბერგისა და სხვა აქტივისტების დეპორტაციას განახორციელებს, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „უახლოეს რამდენიმე საათში „სელფის იახტის“ მგზავრების ნაწილი ქვეყანას დატოვებს. ისინი, ვინც დეპორტაციის დოკუმენტებზე ხელმოწერასა და ისრაელის დატოვებაზე უარს განაცხადებენ, დეპორტაციის ნებართვის მიღების მიზნით ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო ორგანოს წინაშე წარდგებიან“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქტივისტები ბენ გურიონის აეროპორტში გადაიყვანეს, სადაც მათ მშობლიური ქვეყნების საკონსულოების წარმომადგენლები შეხვდნენ. შეგახსენებთ, ისრაელის ძალებმა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი Madleen-ი და მასზე მყოფი 12 ადამიანი გუშინ დააკავეს, როდესაც გემმა ღაზას სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა. დაკავებულებს შორის შვედი გარემოსდამცველი და აქტივისტი, გრეტა თუნბერგი და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით, გემი, რომელსაც პროპალესტინური „თავისუფლების ფლოტილიის კოალიცია“ (FFC) მართავს, ღაზაში სიმბოლური დახმარების ჩატანას და იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას გეგმავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)