|
2025-06-09 19:12:09, 913 ნახვა
მსოფლიო
მექსიკის პრეზიდენტი - ლოს-ანჯელესში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას ვგმობთ
ჩვენ ლოს-ანჯელესში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას ვგმობთ , - ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა. „ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის“, - განაცხადა კლაუდია შეინბაუმმა. ასევე, მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ საიმიგრაციო პროცესების დაცვისას კანონის უზენაესობას პატივი სცენ. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხუან რამონ დე ლა ფუენტეს განცხადებით, ლოს-ანჯელესში ბოლო დროს ჩატარებული საიმიგრაციო რეიდების შედეგად, სულ მცირე, 42 მექსიკელია დაკავებული. შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დემონსტრანტები საპროტესტო აქციებზე მექსიკის დროშებს აფრიალებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. პოლიციის ცნობით, კვირას ლოს-ანჯელესში 27 ადამიანი, ხოლო სან-ფრანცისკოში 60 ადამიანი დააკავეს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)