|
2025-06-02 21:39:11, 1957 ნახვა
ომი უკრაინაში
კრემლი - ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას ითხოვს
რუსეთი ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას ითხოვს, - ამის შესახებ დღეს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას რუსული მხარის მიერ უკრაინის დელეგაციისთვის გადაცემულ მემორანდუმშია ნათქვამი, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს: „პირველი ვარიანტი გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსეთის ტერიტორიებიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან. მეორე ვარიანტი შეიცავს პუნქტებს, რომლებიც ჯარების ხელახლა განთავსებას, მობილიზაციას, კიევისთვის უცხოური დახმარების მიწოდებასა და მესამე ქვეყნების სამხედრო მონაწილეობას კრძალავს“. რუსული მემორანდუმის თანახმად, უკრაინა ნეიტრალური და არაბირთვული უნდა იყოს. ასევე, უკრაინამ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას და მისი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა უნდა განისაზღვროს. დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებს. „ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში საერთაშორისო იურიდიული აღიარება. საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე ორმხრივი უარი. რუსულენოვანი მოსახლეობისთვის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა“, - ნათქვამია რუსული მხარის მემორანდუმში. შეგახსენებთ, დღეს, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)