|
2025-05-29 21:05:58, 2007 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის მხრიდან მემორანდუმის წარდგენის შიში მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ის სავსეა არარეალისტური ულტიმატუმებით
რუსეთის მხრიდან მემორანდუმის წარდგენის შიში მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ის სავსეა არარეალისტური ულტიმატუმებით,- ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ დაწერა. მისი თქმით, თუ ეს ასე არ არის, რუსულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს დოკუმენტი. „რუსების მხრიდან თავიანთი „მემორანდუმის“ გაგზავნის შიში აჩვენებს, რომ სავარაუდოდ ის სავსეა არარეალისტური ულტიმატუმებით და მათ ეშინიათ გამოააშკარავების, რომ ისინი აჭიანურებენ სამშვიდობო პროცესს. თუ ეს ასე არ არის, მათ უნდა გადმოგვცენ დოკუმენტი დაუყოვნებლივ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, და შეწყვიტონ თამაში, რაც აჩვენებს, რომ მათ სავარაუდოდ სურთ, რომ შემდეგი შეხვედრა ცარიელი იყოს“, – წერს ტიხი. მანამდე კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა არაკონსტრუქციული უწოდა უკრაინის მოთხოვნას, დაუყოვნებლივ წარადგინონ დოკუმენტი. მისი განცხადებით, რუსეთს უკრაინისგან ჯერ არ მიუღია თანხმობა 2 ივნისს სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვასთან დაკავშირებით. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ კრემლი არ აპირებს პროექტების შინაარსის საჯარო განხილვას. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დახურულ და არა საჯარო რეჟიმში უნდა წარიმართოს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)