|
2016-03-16 15:13:48, 410 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება ამ ეტაპზე შეუძლებელია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსეთთან ვიზების გაუქმებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება ამ ეტაპზე შეუძლებელია. როგორც კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება უსაფრთხოების გამო არის შეუძლებელი. „ჩვენ ამ ეტაპზე მრავალი მოსაზრებების, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ამის გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ ბოლო პერიოდში, როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგრძნობლად გაფართოვდეს იმ ადამიანთა წრე, ვისაც შეეძლება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოწვევა. მომავალში კიდევ უფრო მეტ ვიზებს გავცემთ, თუმცა ახლა სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებაზე საუბარი შეუძლებელია. ამისკენ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები“, - განუცხადა ჟურნალისტებს კარასინმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)