|
2025-05-08 11:06:57, 1287 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - რუსეთმა 9 მაისამდე გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინის ქალაქებს დაარტყა
რუსეთმა 9 მაისამდე გამოცხადებული სამ-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინის ქალაქებს დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, გასული ღამის განმავლობაში თავდასხმები დონეცკის, ჩერკასისა და სუმის ოლქებზე განხორციელდა. ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, დონეცკის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე. მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, რომ საღამოს უმანის ოლქში თავდასხმის დრონების სამიზნე გახდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. იქამდე კი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია იმ უცხოელი ლიდერების უსაფრთხოების გარანტირების მიცემა, რომლებიც მოსკოვში აღლუმზე დასასწრებად ჩავლენ. „აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა, დღესაც არ იყო მშვიდი. ჩვენი წინადადება დარტყმების შეჩერების, ცეცხლის მინიმუმ 30 დღით შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება - ჩვენ არ ვხსნით ამ წინადადებას, რომელმაც, შეიძლება, შანსი მისცეს დიპლომატიას, მაგრამ სწორედ რუსეთიდან არ ხედავს მსოფლიო არანაირ რეაქციას – არანაირ რეაქციას, გარდა ახალი დარტყმებისა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)