|
2025-05-02 13:44:26, 834 ნახვა
სამართალი
ვეფხია კასრაძე - რა აუცილებლობა არსებობს, რომ საპატიმროში ვიყო და არა სახლში?
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რა აუცილებლობა არსებობს, რომ საპატიმროში ვიყო და სახლში არ ვიყო? რაღაც ადამიანურიც ხომ არსებობს ხალხნო? - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მას სიტყვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენჯერმე შეაწყვეტინა და განუმარტა, საქმის გარშემო ესაუბრა. ვეფხია კასრაძის მიმართვას რამდენიმე ადრესატი ჰყავდა. „არანაირი ბრალი არ მიმიძღვის ამ საქმეზე. ეს არის პოლიტიკური დევნა არამხოლოდ ჩემზე, არამედ ამ ახალგაზრდებზე. მინდა ე.წ. ხელისუფლებას ვუთხრა, თუ აპირებენ გაგვტეხონ, რაღაცაზე დაგვითანხმონ, ეს არ მოხდება“, - განაცხადა კასრაძემ. მას მოსამართლემ მოუწოდა, აღკვეთთან დაკავშირებით ესაუბრა, რადგან სხდომათა დარბაზში იმყოფება და მიმართვის უშუალო ადრესატი მოსამართლე ყოფილიყო. „რაც ამ დარბაზში ხდება, ეს არამხოლოდ დანაშაულია ბატონო ბრალმდებლებო, არამედ ბოროტება, თქვენ ჩემს შვილებს უკანონოდ წაართვით სიხარული და ამ ბიჭების დედებს წაართვით სიხარული. ჩემი 8 წლის ბიჭი ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ტკივილს განიცდის. ანდრო ჭიჭინაძის სხდომას ვუყურე, მსახიობი კაცის, ჩემი კოლეგის“, - განაცხადა კასრაძემ, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ მას „სხვა საქმე არ აინტერესებს“. “არ გაინტერესებთ ვინ ვარ და რა პიროვნება?“, - მიმართა კასრაძემ მოსამართლეს, რასთან დაკავშირებით მას მჭედლიშვილმა უთხრა, რომ „აინტერესებს, თუმცა, ბრალდებულს საქმესთან დაკავშირებით უნდა ესაუბრა“. „თხოვნა მექნება, მათქმევინეთ ჩემი სიტყვა. რა შეიძლება დაუშავოს ანდრო ჭიჭინაძემ სახელმწიფოს, იგივე ონისე ცხადაძემ? დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ჩვენ არ გვეხება? ნანუკა ჟორჟოლიანს შეუვარდნენ სახლში იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახებს ეხმარებიან. ბატონო ვაჟა, ბატონო ვახტანგ [საქმის პროკურორები], თქვენ რასაც აკეთებთ ბოროტებაა“, - განაცხადა კასრაძემ. მან ასევე მიმართა პატრიარქს. „ჩემო პატრიარქო, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენელი, რათა პროცესებს დაესწროს. მინდა, საზოგადოებას მივმართო, ხმა აღიმაღლონ, ჩვენშია პრობლემა. ეს სასამართლო ბოროტების ბუდედ არ უნდა ვაქციოთ. ესენი თუ ქრისტიანები არიან, აღდგომას ხომ შეიძლება გავეშვით? როცა მართალი ვარ, რატომ უნდა დავიმალო? ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. რა აუცილებლობა არსებობს, რომ საპატიმროში ვიყო და სახლში არ ვიყო? რაღაც ადამიანურიც ხომ არსებობს ხალხნო?“, - განაცხადა კასრაძემ. ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)