|
2025-05-01 09:53:28, 1417 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მზადდება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მზადდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა. „ჩვენ გვჭირდება აშშ-ის ჩართულობა და ლიდერობა სამშვიდობო ძალისხმევებში. არამხოლოდ უკრაინას, არამედ მსოფლიოს სჭირდება ეს. ჩვენ მივესალმებით აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოსთვის სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევისკენ“, – განაცხადა სიბიგამ. მისი თქმით, რომში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან შინაარსიანი და ღირებული შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. „ეს მართლაც იყო შეხვედრა ახალი ელემენტებით“, – აღნიშნა სიბიგამ. მისი თქმით, ამჟამად გრძელდება კონსულტაციები მოკავშირეებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ადგილისა და ფორმატის განსაზღვრის მიზნით. „მთავარია შინაარსობრივი დატვირთვა და შედეგი. ახლა ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია სამართლიანი მშვიდობის მიღწევისკენ და ამ გზაზე ფუნდამენტური ნაბიჯი უნდა იყოს უპირობო ზავის დამყარება, რომელიც უკრაინამ უპირობოდ მიიღო. ახლა ჩვენ ერთობლივად უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ მივიღოთ მკაფიო თანხმობა უპირობო ზავის შეთავაზებაზე ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე“, – აღნიშნა სიბიგამ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა დაბრკოლება მშვიდობის მიღწევისთვის. „ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძალისხმევის გაგრძელება და იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, რომელიც მალე უნდა გაიმართოს, იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზაზე“, – აღნიშნა სიბიგამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)