|
2025-04-24 10:06:16, 1195 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ყოველთვის თავისი კონსტიტუციის მიხედვით იმოქმედებს
უკრაინა ყოველთვის თავის კონსტიტუციასთან შესაბამისად იმოქმედებს და დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ თავის ძლიერ გადაწყვეტილებებთან შესაბამისად იმოქმედებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ზელენსკიმ განცხადებასთან ერთად ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მისი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს “ყირიმის დეკლარაცია” გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ “შეერთებული შტატები უარყოფს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების მცდელობას და პირობას დებს, რომ თავის პოლიტიკას შეინარჩუნებს მანამდე, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება”. "დიდი ემოციებია დღეს. მაგრამ კარგია, რომ ხუთმა ქვეყანამ შეხვედრა გამართა მშვიდობის მოსაახლოებლად. უკრაინა, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია. მხარეებმა თავიანთი შეხედულებები გააჟღერეს და პატივისცემით მიიღეს ერთმანეთის პოზიციები. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მხარე არა უბრალოდ მონაწილე იყო, არამედ აზრიანი წვლილი შეიტანა. ამერიკულმა მხარემ თავისი ხედვა გააჟღერა. უკრაინამ და სხვა ევროპელებმა თავიანთი აზრები წარადგინეს და ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ასეთი ერთობლივი მუშაობა მიგვიყვანს მყარ მშვიდობამდე. მადლობელი ვართ პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის თავისი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს და სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, კონკრეტულად კი შეერთებული შტატები, თავიანთ ძლიერ გადაწყვეტილებებთან შესაბამისად იმოქმედებენ”, - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)