2016-03-15 13:37:13, 452 ნახვა
პოლიტიკა
თვითმმართველობის წევრები ვლადიმერ პაპავას კაბინეტში შეიჭრნენ
თვითმმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები თსუ-ს რექტორ ვლადიმერ პაპავას კაბინეტში შეჭრნენ, - ამის შესახებ ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ რეპორტიორი იუწყება.
დაცვის თანამშრომელის თქმით, მათ დაცვა გაარღვიეს და შენობაში სეიჭრნენ, თუმცა სტუდენტები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქციას მართავენ, ამბობენ, რომ დაცვის თანამშრიმლებმა ისინი შენობაში შეუშვეს.
შემთხვევის დროს პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.
ამ წუთებში ვლადიმერ პაპავა შენობის სხვა მხარეს, ბიბლიოთეკაშუ იმყოფება. თვითმმართველობის წევრები პაპავას გადადგომანდე მისი კაბინეტიდან გასვლას არ აპირებენ.
დაძაბული ვითარებაა კაბინეტს გარეთ კართანაც, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან