|
2025-04-13 16:23:36, 1506 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ დაუსჯელად განაგრძონ მკვლელობები
რუსული დარტყმები მხოლოდ დაგმობას იმსახურებს, რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს ომის დასასრულებლად და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი. „მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს ჩუმად ან გულგრილად. რუსული დარტყმები მხოლოდ დაგმობას იმსახურებს. რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს ომის დასასრულებლად და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნამდვილად ძლიერი ზეწოლის, უკრაინისთვის საკმარისი მხარდაჭერის გარეშე, რუსეთი გააგრძელებს ამ ომის გაჭიანურებას. უკვე მეორე თვეა, რაც პუტინი უგულებელყოფს აშშ-ის წინადადებას სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სამწუხაროდ, მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ დაუსჯელად განაგრძონ მკვლელობები. ამ სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა მოქმედება“, - წერს ზელენსკი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)