|
2025-04-12 13:00:22, 1375 ნახვა
ომი უკრაინაში
უმაღლესი რადას თავმჯდომარე - უკრაინაში საომარი მდგომარეობა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდება
უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს წევრები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ საომარი მდგომარეობა, რომლის ვადაც 9 მაისს იწურება, კიდევ ერთხელ გახანგრძლივდება. სტეფანჩუკმა აღნიშნა უკრაინას რუსეთისგან დემოკრატიული არჩევნებისადმი ერთგულება გამოარჩევს. "ეს ჩემთვის პრიორიტეტია, რადგან უკრაინა ისტორიულად ყოველთვის იყო, არის და იქნება დემოკრატიული". - აღნიშნა რადის თავმჯდომარემ Reuters-თან საუბარში. "ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს რუსეთის ფედერაციისგან. ამ საკითხში ჩვენ უფსკრულის ორ სხვადასხვა ნაპირას ვართ". - აღნიშნა სტეფანჩუკმა. მისი თქმით, მომავალი არჩევნებისთვის მზადების პროცესი დაწყებულია, თუმცა ის ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. მანამდე, 12 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება და დაამატა, რომ მათი გადადება არ იგეგმება. "ომის დასრულების შემდეგ საომარი მდგომარეობა გაუქმდება. ხოლო მისი გაუქმების შემდეგ არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება. არავინ არაფერს განზრახ არ გადადებს" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)