|
2025-04-12 11:59:34, 780 ნახვა
საზოგადოება
საზმაუს ბორდის წევრები - სამსახურიდან ჩიქოვანისა და ზაუტაშვილის გათავისუფლების გამო მენეჯმენტი პასუხს აგებს
მენეჯმენტის გუშინდელი გადაწყვეტილება არის უკანონო, მიკერძოებული, უსამართლო, არაპროფესიონალური. ეს არის რეჟიმის სამსახურში მყოფი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ნორმალურ პირობებში, პირიქით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტი უნდა ამაყობდეს ამ თანამშრომლებით, რომლებიც ასე გაწირა და უნამუსოდ მოექცა,- აღნიშნული განცხადება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაიამ ბორდის წევრებთან ერთად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან გააკეთა, როდესაც გამოეხმაურა ტელევიზიიდან ჟურნალისტების ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ-ივანოვ ჩიქოვანის გათავისუფლებას. როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. „პირადად მე, როგორც ბოდრის წევრი, ვაპირებ, რომ ყველა ჩემს ხელთ არსებული ბერკეტი გამოვიყენო, რომ იმ ადამიანებმა, კონკრეტულად თინათინ ბერძენიშვილმა, ვასილ მაღლაფერიძემ და სხვებმა, ვინც ე.წ. მოკვლევა ჩაატარეს და ასეთი უსამართლო, ტყუილებზე და ცილისწამებაზე დაფუძნებული ე.წ. დასკვნა გამოიტანა, რომლის საფუძველზეც ეს ხალხი სამსახურიდან ასე უსირცხვილოდ გაათავისუფლეს, პასუხი აგონ, პირველ რიგში, უმძიმესი სანქციით. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, როგორ შევძლებთ ჩვენ ამ ხალხის სამართლიანად და სამართლებრივად დასჯას, შემდგომ მათ პასუხისგებაში გადაცემას, როდესაც ამის დრო მოვა სწორედაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იდეის ღალატისთვის, თვითონ ტელევიზიის სახელისა და რეპუტაციის შელახვისთვის და მომავლის მოსპობისთვის. ეს არხი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს. რომ ხალხმა პროტესტი გამოთქვა, რომ სათანადოდ არ შუქდებოდა ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის მოვლენები, ამის თაობაზე პეტიცია მოამზადა და ბევრმა ხელი მოაწერა, თანამშრომლები აპროტესტებდნენ კობახიძის სამარცხვინო განცხადებას, რომ ჩვენ ვაჩერებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს იმის გამო, რომ რუსულ რეჟიმს ასე მოუნდა, ხალხმა ეს გააპროტესტა, ასევე გააპროტესტა ის, რომ არასათანადოდ, მიკერძოებით და უსამართლოდ შუქდებოდა მოვლენები ამ არხზე. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ხალხმა პასუხი აგოს და ეს, აუცილებლად ასე იქნება“,- განაცხადა ლიკა ბასილაიამ ამასთან, როგორც სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არავის დაავიწყდება. „საბჭოთა სტილში გაათავისუფლეს პატიოსანი ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ, ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. 37 წელი გრძელდება, გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ იქნა მიღებული, იმ სტილშია და ძალიან სამწუხაროა, რომ დირექტორს, ქალბატონ თინას [ბერძენიშვილს] მიაჩნდა, რომ მისი საქმე არ იყო ჩონჩხებზე ცეკვა, როგორც ჩანს, მოსწონს ეს საქმიანობა, მან უნდა იცოდეს, ვინც ჩონჩხებზე ცეკვავს, პოლიტიკური მოტივებით გადაწყვეტილებებს იღებს და ადამიანების თავებზე გადადის, რა თქმა უნდა, ამას შედეგი მოჰყვება, მან ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ამას პასუხი და პასუხისგება მოჰყვება. ეს არ არის ისეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას დაავიწყდება. არავის დაავიწყდება ის, რაც სამწუხაროდ, გუშინ გაკეთდა“, - განაცხადა ტუღუშმა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)