|
2025-04-07 14:46:01, 773 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებულის სახლის, ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 66 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, მობილური ტელეფონი, წებოვანი ლენტები, სასწორი, ნიჩაბი და დრონი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემდგომი გასაღების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტისა და გორის ტერიტორიაზე განათავსა. სხვა ტერიტორიებზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით განთავსებამდე კი, იგი სამართალდამცველებმა თელავში დააკავეს. ბრალდებულის სახლის, ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 66 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, მობილური ტელეფონი, წებოვანი ლენტები, სასწორი, ნიჩაბი და დრონი. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 19-260-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)