|
2025-04-06 16:59:00, 1350 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - საომარი მდგომარეობის გაუქმების შემთხვევაში, ზელენსკიმ კენჭი მეორედ უნდა იყაროს
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ფიქრობს, რომ საომარი მდგომარეობის გაუქმებისა და არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ზელენსკიმ კენჭი ხელმეორედ უნდა იყაროს. ჟურნალისტმა პოდოლიაკს ჰკითხა, ქეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებისა და არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, იყრიდა თუ არა ზელენსკი ხელახლა კენჭს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის ოფისმა აქამდე საომარ მდგომარეობაში არჩევნების ჩატარებისთვის მზადება უარყო. "ეს არ არის კითხვა, რომელიც მე უნდა დამისვათ. თუმცა, მიმაჩნია, რომ მან მეორე ვადით უნდა იყაროს კენჭი, რადგან ის ღრმად არის ომში და ესმის, როგორ გამოვიდეს ამ ომიდან. თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია, ის გადაწყვეტილებას მიიღებს იმის გათვალისწინებით, თუ რას ფიქრობს, რა უნდა გაკეთდეს შემდგომ. ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით უცვლელია ამ დროის განმავლობაში: ზელენსკიმ კენჭი მეორედ უნდა იყაროს და ჩვენ გამარჯვების მოპოვების ყველა შანსი გვაქვს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ეფექტურად აქვს დამყარებული ზელენსკის ურთიერთობა გარე ბაზართან, რამდენად სუბიექტურად გამოიყურება უკრაინა. საჭიროა, რომ ეს შესაძლებლობები ომის შემდეგ რეალიზდებოდეს, ჩვენი პარტნიორების კონსოლიდირებული მხარდაჭერა დაგვჭირდება, არა მხოლოდ ევროპელების, არამედ ამერიკელებისაც. ვფიქრობ, რომ აქ ზელენსკის, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური როლის შესრულება შეეძლება". - თქვა პოდოლიაკმა კითხვის პასუხად. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოიწვია თათბირი, რომლზეც ვადამდელი არჩევნების ორგანიზებაზე ისაუბრა. გამოცემა The Economist წერდა, რომ არჩევნები შესაძლოა აპრილის ბოლომდე ჩატარდეს. მოგვიანებით, უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უარყო, რომ მსგავსი შეხვედრას ადგილი ჰქონდა. მისივე თქმით, "არანაირი არჩევნები არ იგეგმება".
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)