|
2025-04-04 19:27:49, 1057 ნახვა
საზოგადოება
სეს-ის უფროსი - პანიკის საფუძველი არ არსებობს, აფლატოქსინ M1-ის შემცველობა კრიტიკული არაა
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან აფლატოქსინ M1-ის შემცველობა კრიტიკული არ არის. სოფლის ნობათის რძის პროდუქტებში აფლატოქსინ M1-ის გამოვლენის შესახებ ინფორმაცია, 3 აპრილს, თავად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. "მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, უპირველესად იმის გამო, რომ აფლატოქსინ M1-ის შემცველობა კრიტიკული არ არის. ჩვენ, 2016 წლამდე გვქონდა ძველი კანონმდებლობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხდით ასოცირების წევრი და DCFTA-ის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ავიღეთ მსოფლიოში არსებული აფლატოქსინ M1-ის უმაღლესი სტანდარტი 0, 05, 0,5-ის მაგივრად. ეს არის ყველაზე მკაცრი სტანდარტი, რაც შეიძლება იყოს მსოფლიოში". - განაცხადა სეს-ის ხელმძღვანელმა. მისივე განცხადებით, დღეს დახლებზე არსებული სოფლის ნობათის პროდუქცია საფრთხეს არ შეიცავს. მისი თქმით, აფლატოქსინ M1-ის შემცველი პროდუქცია დახლებიდან სრულიად მოხსნილია. "დღეს დილიდან დამატებით, საქართველოს მასშტაბით, თბილისის საქალაქო სამსახურსა და რეგიონულ სამსახურებს დავავალეთ სავაჭრო ქსელების კიდევ ერთხელ შემოწმება, რომ დარწმუნებულები ვყოფილიყავით ამ პარტიის ეს ნაწარმი სოფლის ნობათი მოხსნილია თაროებიდან და არ არის გაყიდვაში. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნამდვილად ასეა და საქართველოს არცერთ დასახლებულ პუნქტში ეს პროდუქცია უკვე აღარ იყიდება". - თქვა ჩეკურიშვილმა. როგორც მან განმარტა, დამატებით შეისწავლეს ის კომპანია, რომელიც ბაღებსა და სკოლებს რძის პროდუქტებით ამარაგებს, ჩეკურიშვილის განცხადებით, "იქ ყველაფერი წესრიგშია". გუშინ, 3 აპრილს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ მათმა ინსპექტორებმა 28 მარტს შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) შეამოწმეს. მათი ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, კომპანიას დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა. სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა გამოვლინდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ,
"შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე. აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას" - აცხადებს სააგენტო.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)