|
2025-04-04 13:41:53, 1303 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - უკრაინა არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას ჩვენი ქვეყნის ნატო-ში არგაწევრიანების შესახებ
უკრაინა არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას ჩვენი ქვეყნის ნატო-ში არგაწევრიანების შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა. სიბიგას განცხადებით, უკრაინა რჩება პოზიციაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე დათმობაზე წასვლა. მისივე თქმით, მოკავშირე სახელმწიფოების კოლეგებს აცნობა კიევის პრინციპული პოზიცია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „არსებობს ფუნდამენტური საკითხები, რომლებსაც უკრაინა არ მიიღებს“, – განაცხადა სიბიგამ. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის მოკლევადიანი მიზანი. „ჯერ არ არის კონსენსუსი, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული სხვა ქვეყნის, მაგალითად, რუსეთის ვეტოსთან“, – განაცხადა სიბიგამ. როგორც სიბიგა აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება სჭირდება არა მხოლოდ თავად უკრაინას, არამედ რეგიონს. „ჩვენი უსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური გზა, არის ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა სიბიგამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)