06:35 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 11:52:13, 892 ნახვა

სამართალი
თემურ ქათამაძემ შიმშილობა მეორედ დაიწყო

საიას დაცვის ქვეშ მყოფმა თემურ ქათამაძემ შიმშილობა ხელმეორედ დაიწყო. "ბათუმელი მედროშე" ციხიდან წერილს აგზავნის. 

"მე, "ბათუმელი მედროშე" თემურ ქათამაძე, პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ და ვუძღვნი თურქეთის ეთნიკური ქართველების - ჩვენებურების ბელადს, ახმედ მელაშვილს!

რა თქმა უნდა, ბრძოლის ეს ფორმა, ჩემთვის უკვე კი "სიმბოლურია", როგორც 9 ძმა ხერხეულიძე.

თუმცა, ბრძოლის ეს ფორმა, პირველ რიგში, სინდისის პატიმრებისთვის და შემდეგ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დღემდე ქუჩაში გამოსული თანამებრძოლებისთვის კი, ბრწყინვალე მაგალითია. 

ასევე ვუცხადებ ჩემს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას, ბიზნესმენ გიორგი ბწყინვალე ჩიკვაიძეს. 

და ჩემგან განსაკუთრებული მოკითხვა "ავტოფაგიის ოსტატს", აფგან მუჰთარლის.

სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, დიდებულად, გამარჯვებამდე!

ანწუხელიძე უკვდავი და მარადიულია!

არასდროს, არასდროს არ დანებდე!

იცოდეთ, ერთი სათვალით, ერთი კალმით და ერთი ფურცლით უნდა დამარცხდეთ! " - წერს "ბათუმელი მედროშე" თემურ ქათამაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics