|
2025-03-24 14:26:15, 827 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მაღაროელები უწყვეტ აქციას იწყებენ
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მაღაროელები უწყვეტ აქციას იწყებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ჭიათურაში პროტესტის დაწყების დღიდან, [28 თებერვლიდან] მათი პრობლემით არავინ არ დაინტერესებულა, ამიტომ იძულებულები გახდნენ პროტესტი თბილისში გადმოეტანათ. მათი თქმით, კანონის ფარგლებში უწყვეტ პროტესტს დაიწყებენ, რომ მთავრობა მათი პრობლემით დაინტერესდეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ 3 თვის სახელფასო დავალიანება დაარიგოს და „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურა დატოვოს. ასევე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ აიღოს მაღაროზე და მის სამუშაოებზე პასუხისმგებლობა. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ჭიათურის სააქციო საზოგადოება, რომელსაც მაღაროს 5%-იანი წილი ექნება, რომელსაც შემდგომ ჭიათურის განვითარებისთვის გამოიყენებენ. „ჩვენი პროტესტი 28 თებერვალს დაიწყო, მიუხედავად ამდენი დღის გასვლისა, არცერთი ოფიციალური განცხადება კომპანიისა თუ მთავრობის მხრიდან არ ყოფილა, ამიტომ თბილისში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ, რომ ახლოდან გვეთქვა მთავრობისთვის თუ რა პრობლემებია ჭიათურაში. ჩვენი მოთხოვნებია, რომ 3 თვის სახელფასო დავალიანება და საკრედიტო პრობლემები მოგვიგვარდეს. ასევე მთავრობამ გადაიბაროს პასუხისმგებლობა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ჭიათურა. ასევე შეიქმნას მუშათა კლასის წარმომადგენლობა, რომელიც ჩართული იქნება მაღაროში დაგეგმარებისა და მართვის ნაწილში. 10-15 წელი დასჭირდება ჭიათურაში რესურსის ამოწურვას, ამიტომ ჭიათურაში ალტერნატიული სამუშაოებია შესაქმნელი, ასევე გვინდა შევქმნათ ფონდი, რომელსაც 5%-იანი წილი ექნება, რომლითაც ეს ფონდი ჭიათურელი ახალგაზრდებისთვის უფასო სწავლას უზრუნველყოფს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტარიელ მიქაცაძემ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)