09:37 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 14:04:50, 654 ნახვა

საზოგადოება
თეატრალურ უნივერსიტეტთან, რექტორთან შეხვედრის მოთხოვნით, მოქალაქეები შეიკრიბნენ

თეატრალურ უნივერსიტეტთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მივიდნენ. შეკრებილები თეატრალურის რექტორთან და აკადემიური საბჭოს იმ წევრებთან შეხვედრას ითხოვენ, რომლებმაც უახლოეს დღეებში აქციის მონაწილე სტუნდეტებისთის სტატუსის საბოლოოდ შეწყვეტაზე უნდა იმსჯელონ. 

გვაინტერესებს რექტორისგან მოვისმინოთ, როგორ შეარჩია კომისიის წევრები, რა პრინციპით, როგორი იყო პროცედურები, როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე და კომისიის წევრებს მართლა მაინტერესებს კითხვები დავუსვა, ესენი ჩვენი კოლეგები არიან? როდესაც ასეთი პასუხი გამოიტანეს და სტუდენტებს მისწერეს და უთხრეს, რომ მათ შეურჩერდათ სტატუსი, მანამდე ამ სტუდენტებთან მედია ჰქონდათ? ესაუბრნენ? რას ედავებიან? ეს არის ჩვენთვის ძლაიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ არ შეიძლება ეს პრეცედენტი დაუშვას აკადემიურმა სივრცემ საქართველოში, იმიტომ, რომ ეს შეიძლება, ხვალ იყოს გამოყენებული ნებისმიერი სტუნდეტის წინააღმდეგ, - ამბობს ერთ-ერთი უნივერსიტეტის ლექტორი. 

თეატრალურ უნივერსიტეტთან სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც.

რეჟიმი ახალგაზრდებს ართმევს განათლების უფლებას, რადგან ამ ახალგაზრდებმა არ შეწყვიტეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, მათ აქვთ პროტესტი და სწორედ საბჭთა რეპრესიების მსგავსად, დღევანდელი რუსული რეჟიმი ცდილობს, ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული და საღი აზრი აქვთ, გამოაცხადოს მტრებად. ისინი ვერ ჩააქრობენ ამ პროტესტს, რადგან ჩვენი თაობა არის ის თაობა, რომელიც არ შეეგუება ამ ქვეყანაშ რუსეთის დაბრუნებას, - ამბობს აქტივისტი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics