|
2025-03-07 13:33:00, 478 ნახვა
ეკონომიკა
ლარი – ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, ევრო/დოლარის გამყარება და ნეიტრალური შიდა კომპონენტი - განახლება თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტისგან
ლარი – ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, ევრო/დოლარის გამყარება და ნეიტრალური შიდა კომპონენტი - განახლება თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტისგან „როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორებზე გადავალთ, საგარეო კომპონენტის კუთხით, აგრეთვე, მნიშვნელოვანია გამოვყოთ ბოლო დღეებში საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის დასუსტება და, საპირისპიროდ, ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიური განვითარებაა. ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის კონტექსტში ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საშუალო-გრძელვადიან ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთების უპირატესობას, ჩვენი რეკომენდაციის შესაბამისად, რათა თავიდან ავირიდოთ გადაჭარბებული რეაქცია მოკლევადიან პერიოდში, რასაც ხშირად, თუ ყოველთვის არა, საკმაო დანაკარგები მოსდევს. ამ მხრივ, ყურადღებას გავამახვილებთ ბოლო პერიოდში კორპორატიული სექტორის უცხოური ვალუტის სესხების პორტფელში ევროს წილის შემცირებაზე, რაც თანხვედრაშია გადაწყვეტილების მიღების ჩვენს ჩარჩოსთან, რადგან, ჩვენი შეფასებით, ევრო/დოლარი საშუალო-გრძელვადიან ტრენდზე ჯერ კიდევ სუსტი რჩება, მათ შორის, საქართველოსთვის რისკიანობისა და ეკონომიკური კავშირების თავისებურებების გათვალისწინებით. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, იანვარში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა შედარებით შესუსტდა, რაც გამოიხატება შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვის კლებასა და დეპოზიტების კონვერტაციის ტემპის შენელებაში. მიუხედავად ამისა, ისტორიულ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა მაინც მაღალი რჩება, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სენტიმენტების მხრივ დინამიკა დიდწილად უცვლელია. თიბისი კაპიტალის ლარის წონასწორობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ჩარჩოს თანახმად, ლარი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე სადღეისოდ არსებულ ნიშნულთან ახლოსაა. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორების ერთობლიობას. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილება. სხვა მაჩვენებლების კუთხით, იანვარში, საქსტატის თანახმად, ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა, რაც ამჯერადაც ჩვენს მოლოდინებზე მაღალია. მეტი ინფორმაცია ზრდის ფაქტორებთან დაკავშირებით ეროვნული ანგარიშების კვარტალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. აგრეთვე, თებერვალში ფასები წლიურად 2.4%-ით გაიზარდა, თუმცა, ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 2.9%-ს მიაღწია. წლიურ ინფლაციაზე, ერთჯერადი ფაქტორების გარდა, შემცირების მიმართულებით მოქმედებს ფასების კლება ხანგრძლივი მოხმარების საქონელზეც, რომელიც, სენტიმენტების თვალსაზრისით, ჩვენთვის განსაკუთრებული დაკვირვების საგანია. ამ კუთხით, აღვნიშნავთ, რომ თებერვალში თიბისის არხებით უნაღდო დანახარჯები ხანგრძლივი მოხმარების პროდუქციაზე კვლავ შენელდა“. პუბლიკაციის სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006711-weekly-update-from-the-chief-economist
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)