|
2025-03-07 12:30:52, 543 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე გასულ წელს 23 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე გასულ წელს 23 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ფინანსური ინსტიტუტი უკვე შვიდი წელია, ავითარებს საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge, რომელიც ახლა უკვე ბიზნესების ერთიანი სივრცის — ბიზნეს 360-ის ნაწილია. პლატფორმა 60-მდე კურსსა და მასტერკლასს მოიცავს ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, გაყიდვების და სხვა არაერთი თემატიკის გარშემო. ვიდეოლექციებს, რომლებიც ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან. გასულ წელს პლატფორმის დახმარებით 23 ათასზე მეტმა ადამიანმა აიმაღლა კვალიფიკაცია. პოპულარულ ბიზნესკურსებს შორის გამოირჩეოდა შემდეგი კურსები:
“საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ბიზნესისთვის განათლების ხელშეწყობა. ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს, შემდეგ კი მათ ინტერესებზე მორგებულ კურსებს ექსპერტებთან ერთად ვქმნით. ბიზნესკურსი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რადგან 2018 წლიდან ჩვენ ათობით ათას ადამიანს გავუზიარეთ ინფორმაცია და გამოცდილება ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, როგორებიცაა ლიდერობა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, კონტენტის შექმნა და სხვა. ბიზნესკურსისადმი მზარდი ინტერესი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო გავზარდოთ პლატფორმის შესაძლებლობები“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. აღსანიშნავია, რომ პლატფორმას Businesscourse.ge ახლახან დაემატა ახალი კურსები Email მარკეტინგისა და ელექტრონული კომერციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)