03:02 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 17:09:17, 472 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე იან კელის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისზე და ამ თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატებისა და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ხელშესახები შედეგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით.

მხარეებმა დაადასტურეს წლის განმავლობაში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა, რაც გააღრმავებს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოახლოებული ვიზიტი ვაშინგტონში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებთან და სამეცნიერო-ანალიტიკურ წრეებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics