05:56 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 10:38:38, 593 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა ინდ. მეწარმეებისთვის ერთიანი ციფრული სივრცე შექმნა

საქართველოს ბანკი აგრძელებს ინდ. მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაზიარებას. ამ მიზნით, შეიქმნა ერთიანი სივრცე ინდ. მეწარმეებისთვის, სადაც მცირე ბიზნესის მართვისა და განვითარებისთვის საჭირო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიიღებთ ინფორმაციას.

ვებ-გვერდზე ინდ. მეწარმეები შეიტყობენ, თუ როგორ გააცნონ საკუთარი საქმიანობა საქართველოს ბანკის  1.6 მილიონზე მეტ მომხმარებელს Ads მენეჯერის საშუალებით - უფასოდ შექმნან ქეშბექის, ფასდაკლების ან PLUS ქულების შეთავაზება, რომლის შესახებ ინფორმაცია შემდეგ საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე ვრცელდება.

ინდ. მეწარმეებს ამ სივრცეში ასევე აქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ მასტერკლასები და შეისწავლონ კონტენტის შექმნა, ციფრული მარკეტინგი, ეფექტური ტექსტის შედგენა და სხვა.

მათ, ვისაც არ აქვთ ბიზნეს ანგარიში, შეუძლიათ სასტარტო ბიზნეს ნაკრები პლატფორმაზე  გაიაქტიურონ და უფასოდ ისარგებლონ 6 თვის განმავლობაში. კომპანიის ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლებელია S, M ან L ბიზნეს ნაკრებების არჩევა. სივრცეში ასევე წარმოდგენილია ინდ. მეწარმეების საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები და ციფრული პროდუქტები.

„საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინდ. მეწარმეებს. გასულ წელს ჩვენ არაერთი ინიციატივა წამოვიწყეთ მათი გაძლიერებისა და წახალისებისთვის, მათ შორის საქართველოში პირველად წამოვიწყეთ გათამაშება ინდივიდუალური მეწარმეებისთვის და ასობით გამარჯვებული გამოვავლინეთ. ჩვენი მიზანია, ამ სეგმენტს გავუმარტივოთ  ყოველდღიურობა და ამისათვის ერთ სივრცეში გავაერთიანეთ ყველა საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური თუ საბანკო პროდუქტი, რომელიც მათ საქმიანობის უკეთესად წარმართვაში ეხმარება. ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ ინდ. მეწარმეებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 ინდმეწარმეების ერთიანი სივრცის სანახავად ესტუმრეთ ბმულს www.bankofgeorgia.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics