|
2016-03-04 13:37:50, 480 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 10 ადამიანის ნეშტს დღეს სამების ტაძარში გადაასვენებენ
აფხაზეთის ომის დროს დაღუპულ 10 მეომრის ნეშტს, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდა, დღეს 16:00 საათზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ხვალ კი მშობლიურ მიწას მიაბარებენ. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ათიდან 6 ადამიანის ნეშტს ძმათა სასაფლაოზე, 4 ადამიანისას კი-ძეგვში, გარდაბანში და თბილისში საგვარეულო ოჯახის სასაფლაოებზე გადაასვენებენ. „დღეს მოხდება სამების წმინდა ტაძარში გადასვენება იმ 10 მეომრის, რომლებთა გადმოსვენებაც მოხდა აფხაზეთიდან, ეს პროცესი გრძელდება და ხვალ 10 სამშობლოსთვის დაღუპული გმირი მიებარება მშობლიურ მიწას და უახლოეს ხანებში ველოდებით დაახლოებით 12 იდენტიდფიცირებულ პირს, მთლიანობაში გვაქვს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირების პროცესიც მიმდინარეობს და წელს ზაფხულში ველოდებით ასევე რამდენიმე ახალი სამარხის გახსნას აფხაზეთის ტერიტორიაზე და ძალიან დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ აფხაზურ მხარეს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ აღნიშნულ პროცესში ჩვენთან. დღეს მოხდება გადასვენება. 4 საათზე გამოასვენებენ სამხარაულის ბიუროდან და მათი დასვენება მოხდება სამებაში და ხვალ მივაბარებთ მიწას. აქდან 6 ადამიანი მიებარება ძმათა სასაფლაოს და 4 ადამიანი, რომელთა მშობლებმაც ისურვეს, რომ მათი საგვარეულო ოჯახის სასაფლაოებზე იყვნენ დასვენებული, მათი გადასვენება მოხდება ძეგვში, გარდაბანში და თბილისში“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)