11:28 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-20 13:05:28, 4835 ნახვა

ეკონომიკა
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც

2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 53.4 პროცენტით განისაზღვრა,
ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 1.0 პროცენტული პუნქტით და 45.7 პროცენტი შეადგინა. სამუშაო
ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.4 პროცენტული
პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით. დასაქმების
დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის
ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.9 პროცენტს და
45.4 პროცენტს შეადგენს.

2026 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა
წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.5
პროცენტი შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დასაქმებულთა განაწილება დასაქმების
სტატუსის მიხედვით 2022-2026 წლებში, კვარტალურ ჭრილში.

2026 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე
საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის
დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2026 წლის I
კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში
გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით
და შესაბამისად 12.1 პროცენტს და 16.2 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2026 წლის
I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.9 პროცენტს
შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე
ქალებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.6 პროცენტული პუნქტით.

2026 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე
ქალებში შემცირებულია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.8 პროცენტული პუნქტით





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics