|
2016-03-02 16:48:16, 561 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის სსიპ-ს ერასმუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ
სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდში“ პროექტის „თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი“ ფარგლებში, ჰოლანდიის ქალაქ როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ტგფ-ის უფროსის მოადგილე შოთა საღრიშვილმა და ინოვაციების ტექნოლოგიური განვითარების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნინა სამარგულიანმა მიიღეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ერასმუსის უნივერსიტეტის ბინათმშენებლობისა და ურბანული განვითარების კვლევების ინსტიტუტს (IHS) შეხვედრაზე წარმოადგენდნენ: საერთაშორისო პროექტებისა და საკონსულტაციო მომსახურების უფროსი კარლი პენინკი, ფინანსური ადმინისტრატორი ჯერჯან ვან ზოესტი და ინსტიტუტის რუმინეთის ფილიალის დირექტორი ნიკოლ ტარალუნგა. ნიდერლანდელი სტუმრები პროექტის კონცეფციას, მიზნებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. IHS-ს საქართველოში პროექტებზე მუშაობის გამოცდილება გააჩნია და მისმა წარმომადგენლებმა კლასტერის ფარგლებში კონსულტაციის გაწევისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს. IHSახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას მუნიციპალიტეტებისთვის ურბანული დაგეგმარების საკითხებში. აქედან გამომდინარე, განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხები, რაც პროექტის ფარგლებში ონლაინ-კათედრაზე შესაძლოა განხორციელდეს. საკონსულტაციო მომსახურება შესაძლებელია ფონდში არსებულ ტრენინგ ცენტრთან თანამშრომლობის შემთხვევაშიც. კერძოდ, ტრენერების გადამზადება, მოთხოვნაზე მორგებული ტრენინგები, ასევე ცენტრში ტრენერების მოწვევა. პროექტის „თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი“ მიზანია შეიქმნას ონლაინ-კათედრა, სადაც კლასტერის წევრებს შორის მუდმივად იქნება თანამედროვე სწავლების მეთოდების, სასწავლო პროგრამების და გამოცდილების გაზიარება. ეს დაეხმარება თბილისს გახდეს რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი. კლასტერში დღეისთვის ამერიკული, ბრიტანული, ესტონური, ლიტვური და ქართული 7უნივერსიტეტია გაერთიანებული.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)