|
2016-03-01 17:03:41, 603 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" დაიწყო
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" დაიწყო. ეროვნული არქივის თანამშრომლები პროექტში ჩართულ თბილისის, მცხეთისა და რუსთავის სკოლებში პირველი რესპუბლიკის თემაზე პრეზენტაციებს ატარებენ. პროექტში 32 სკოლაა ჩართული. „პროექტი შედგება პრეზენტაციებისა და ვიქტორინის ეტაპებისგან. 1918-1921 წლების ისტორიასთან დაკავშირებით პრეზენტაციების დასრულების შემდეგ სკოლებში, VIII-XI კლასის მოსწავლეებისაგან, ჩამოყალიბდება ვიქტორინაში მონაწილე ჯგუფები, რომლებიც მაისის თვეში ეროვნულ არქივში დაგეგმილ ვიქტორინაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში: „საუკეთესო გუნდი" და „საუკეთესო მოთამაშე" და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზითა და სიგელით. საგანმანათლებლო პროექტ - ვიქტორინას თემაზე: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ღონისძიებამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ 2015/2016 სასწავლო წელს ღონისძიება გაფართოებულიყო და მასში, თბილისთან ერთად, ჩართულიყო მცხეთისა და რუსთავის სკოლებიც. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება“, - აცხადებენ ეროვნულ არქივში.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)