22:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 14:57:08, 923 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩირუხის მთიდან დაიწყო

აჭარაში სალაშქრო ფესტივალი „ზღვიდან მთამდე“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, მოლაშქრეების პირველი გაჩერება ჩირუხის ულამაზესი მთები იყო, სადაც ბანაკი გაიშალა და მოლაშქრეებისთვის პირველად დახმარების შესახებ მცირე ტრენინგი ჩატარდა. 

"დღეს, 100-მდე მოლაშქრე შუახევის მუნიციპალიტეტიდან უკვე ხულოს მუნიციპალიტეტში ინაცვლებს, სადაც ულამაზესი იალაღების, ალპური მთებისა და ყარაგოლის ტბის გავლით სარიჩაირის იალაღებთან გადავლენ და იქვე დაბანაკდებიან. შემდეგი სამი დღის განმავლობაში მოლაშქრეები ხიხაძირის ხეობას, ხიხანის ციხეს, შუამთის ტბებსა და კურორტ გოდერძის დალაშქრავენ. ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება 27 ივლისს, ალპურ ბოტანიკურ ბაღში გაიმართება, სადაც მოლაშქრეები ფესტივალის ბოლო ღამეს გაათევენ, 28 ივლისს კი ბათუმში დაბრუნდებიან. 

სალაშქრო ფესტივალზე წელს, 200 მსურველი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდილების გათვალისწინებით მათგან მხოლოდ 100-მა შეძლო ფესტივალში მონაწილეობა. მოლაშქრეები 45 კილომეტრიან მარშრუტს მოლაშქრე გიდებისა და ინსტრუქტორების დახმარებით 4 დღეში დაფარავენ. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს. ფესტივალის მონაწილეებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის გვერდზე https://infoajara.com/ka/hiking-festival გაიარეს. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics