01:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-18 13:08:31, 706 ნახვა

რეგიონი
ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჭარა სიახლეებით ხვდება

ბათუმში ორდღიანი “ზაფხულის ფესტივალით” ტურისტული სეზონი ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალზე, რომელიც დატვირთული იყო ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და აქტივობებით, მსმენელის წინაშე ბენდები “მგზავრები”, “სალიო”, “კახაბერი და ხანუმები”, “ურსა”, “სახე” და სხვა მოწვეული შემსრულებლები წარსდგნენ. 

„ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს სთავაზობდა. იქვე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც, სადაც ვიზიტორებს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. ფესტივალი დრამების შოუთი და კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნა. შემდეგ ფესტივალში ივლისში უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.

სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს, როგორც ბათუმის ისე მთიანი აჭარის მიმართულებით. 25-მდე მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრატრუქტურით და საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში. ახალ კვების და განთავსების ობიექტებთან ერთად, ბათუმში ვიზიტორებს განახლებული გმირთა ხეივანი დახვდებათ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics