02:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 16:12:36, 740 ნახვა

რეგიონი
შუახევში, საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების დაჯილდოება გაიმართა

შუახევში, საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლების საზეიმო დაჯილდოება და 2023-2024 სასწავლო წელს განხორციელებული პროექტების ღონისძიების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დაჯილდოების ცერემონიალს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ომარ ტაკიძემ სხვადასხვა კონკურსში მონაწილე მოსწავლეებსა გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

კონკურსი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში, მერიის მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის 793 მოსწავლე მონაწილეობდა.

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელი და ბიბლუსის ვაუჩერი, ხოლო სკოლებს,  მასწავლებლებსა და რესურსცენტრის  წარმომადგენლებს მადლობის ბარათები გადაეცათ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics