02:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 16:38:26, 710 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი თათბირი გამართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდი ბერიძემ, პირველ მოადგილესთან, იმედა ვასაძესთან ერთად მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეხვედრას მერისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი არკადი საკანდელიძე და სპეციალისტები ესწრებოდნენ.

“მერი გაეცნო თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციას.

თათბირზე სპეციალისტებმა თემში არსებული პრობლემური საკითხები დასვეს, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კომისიების მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ.

თათბირის შემდეგ, მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა. ადგილზე იმსჯელეს მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე და საჭიროებებიდან გამომდინარე დახმარებას დაჰპირდა.

გასვლითი თათბირი ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება. შემდეგი შეხვედრა ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაინიშნა”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics