02:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 17:31:49, 706 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი თავისუფალი სივრცე გაიხსნა

ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი თავისუფალი სივრცე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში, თავისუფალი სივრცე მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდი ბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ გახსნეს.

"ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შეჯიბრი სამაგიდო თამაშებში. ხანდაზმულთა კლუბის წევრებსა და ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში გამართულ სხვაადასხვა ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის სიმბოლურად მადლობის სიგელები გადაეცათ.

ახალი თავისუფალი სივრცის შექმნის იდეა, მუნიციპალიტეტში არსებულ ხანდაზმულთა კლუბის თავმჯდომარეს, რეზო ბერიძეს ეკუთვნის. 

ერთსართულიანი კაპიტალური შენობა ვიტრაჟით გასულ წელს აშენდა, მოეწყო გათბობა-გაგრილების სისტემა და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, სადაც შესაძლებელია საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.

გახსნის ცერემონიას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მოადგილე მამუკა ფარტენაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რომან დავითაძე, ხანდაზმულთა კლუბის წევრები, ახალგაზრდები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics