05:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 11:25:51, 758 ნახვა

რეგიონი
სოფელ ლავრისხევთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ლავრისხევთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

„პროექტი რეგიონების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics